გაკვეთილის გეგმა



მასწავლებლის სახელი: დიმიტრი პოპოვი
საგანი: მათემატიკა
სწავლის საფეხური/კლასი: დაწყებითი, 5 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 24
გაკვეთილის თემა: კოორდინატების გამოყენება მონაცემთა ინტერპრეტაციისა და წარმოდგენისთვის
გაკვეთილის მიზანი: მოსწვალებმა შეძლონ საკოორდინატო ბადეზე ასახული დიაგრამის წაკითხვა, მასზე ასახული მონაცემების გამოყენებით ცხოვრებისეული ამოცანის ამოხსნა.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1
წინა გაკვეთილშე შესრულებული დავალება  - ზრდის დიაგრამა (Excel-ში აგებული ხაზოვანი დიაგრამა, მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ კითხვებს, რომლებიც მათ დავალების ბარათებზე ეწერა).
ამ დავალების საფუძველზე გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები არიან განაწილებულები დიფერენცირებულად ჯგუფებში.

მასწავლებელი კლასს უხსნის გაკვეთილის მიზანს პრობლემური ამოცანის დემონსტრირებით, მისი სიტყვებით   მათ უნდა გადაწყვიტონ პრობლემა, გადაწყვეტის გზა მათ თავად უნდა შეარჩიონ.

მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს პრეზენტაციას „სავაჭრო ავტომატი“

ოფისის მუშაკებს საშუალება აქვთ შეიძინონ წვენები სავაჭრო ავტომატიდან.
ამოცანის შესასრულებლათ მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ 24-საათიანი საათი.

მასავლებელი უსვამს მოსწავლეებს შეკითხევბს და ისინი თეთრი დაფის გამოყენების პასუხობენ მასწავლებელს:
რას ნიშნავს 24 საათი?
რამდენი საათი იქნება 14 საათი?
როგორ ჩაიწერება 14 საათი? (პას: 14:00)
გონებრივი იერიში, კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო სამუშაო 


სლაიდები/ ფლიპჩარტზე დაწერილი საკითხები - მიზნები


თეთრი დაფები ყველამოსწალეს (თავაბხები და მარკერები)
5 წუთი
2
მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ ამოცანის ტექსტის გააზრება და პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზების დასახვას.

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში - რესურსი - მაკრატელი,
მასწავლეებლი აძლევს მოსწავლეებს სამუშაო ბარათებს:
კლასს ეძლევა ბარათები - სავაჭრო გრაფიკი: „სავაჭრო ავტომატის გრაფიკი და ბარათები“.
ეს გრაფიკი წარმოადგენს აპარატში წვენების რაოდენობას გარკვეული დღის განმავლობაში.

დავალების პირველ ეტაპზე მოსწვალეებმა უნდა გამოყონ პრობლემა გონებრივი რუკის გამოყენებით, რისთვისაც იყებენე ციფრულ რესურს: www.mapul.com ნიმუში:  https://www.mapul.com/v4/www/index.html#/?v=45&action=viewmap&id=52723

მეორე ეტაპზე: მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს სადისკუსია ბარათებს განხოლვისთვის:
შეგიძლიათ დაახარისხოთ ბარათები დროის მიხედვით?
რას წარმოადგენ ჰორიზონტალური ხაზი გრაფიკზე?
-დროს, როდესაც აპარატში არ არის ცვლილება, არაფერი არ იყიდება, და არ ემატება
რას წარმოადგენს ვერტიკალური ხაზი?
-წვენების კლებას ან მომატებას აპარატში
როგორ არის შესაძლებელი ყველაზე სწრაფად დავადგინოთ თუ რა რაოდენობის წვენები გაიყიდა დროის მოცემულ მომენტში?
-წარმოვადგინოთ დროის კონკრეტული მომენტი

მასწავლებელი შეახსნებეს მოსწავლეებს დავალებას:
გრაფიკის წაკითხვა - ინტერპრეტაცია:
1.       თქვენი ამოცანაა -გრაფიკის გამოყენება ბარათებზე ცარიელი ადგილების შესავსებად.
2.       რიგრიგობით ამოარჩიეთ, ამოჭერით და დაასრულეთ ბარათი. აუხსენით ჯგუფის სხვა წევრებს როგორ მიიღეთ პასუხი.
3.       ყურადღებით მოუსმინეთ ერთმანეთს და დასვით შეკითხვები, თუ არ გესმით რამე.
4.       დარწმუნდით, რომ ჯგუფის ყველა წევრი შეძლებს ყველა ბარათისთვის შესრულბული სამუშაოს და პასუხის ახსნას.
დახმარებისათვის მასწავლებელი😊 გამოიყენებს ბარათებს კონსტრუქტივისტული ეტაპების გათვალისწინებით.

პრაქტიკული სამუშაო
ჯგუფური სამუშაო

კომპიუტერები - 6 (ჯგუფში ერთი)
განმავითარებელი
25 წუთი
3
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს:
როდესაც თქვენ დაასრულებთ ბარათებზე მუშაობას, თქვენ გაუცვლით მას სხვა ჯგუფს, რომელიც სხვა ბარათზე მუშაობდა.
სხვა ჯგუფი გამოიყენებს თქვენს ბარათებს რათა აღადგინოს გრაფიკი - სასმელების რაოდენობა აპარატში პროგრამა Excel-ში თქვენს მიერ მოწვდილი მონაცმეების მიხედვით.
მოსწავლეებმა თავად უნდა განსაზღვრონ გზა, თუ როგორ აღადგენენ ბარათებზე არსებულ მონაცემებს.
  ინსტრუქცია: მოსწავლეები მიიღებენ სხვა ჯგუფის ბარათებს, და დააწებებენ ამ ბარათებს ზრდის მიხედვით, შემდეგ excel-ში ამ მონაცემების მიხედვით აგებენ დიგრამას, და ადარებენ თავდაპირველ წყაროს, განსხვავების შემთხვევაში მსჯელობენ სად არის შეცდომა, და მუშაობენ მის აღმოფხვრაზე. ამზადებენ უკუკავშირის ბარათს ჯგუფისთვის.


პრაქტიკული სამუშაო

კომპიუტერები - 6 (ჯგუფში ერთი)
დავალების ბარათები პასუხებით
10 წთ
4
 მასწავლებელი სთხოვთ მოსწავლეებს ჩამოწერონ პასუხები ქვემოთ წარმოდგენილ კითხვებზე ჯგუფურად, მის მიერ წინასწარ შექმნის და მოსწვალეთათვის გაზიარებულ საზიარო დაფაზე:  https://www.stormboard.com/
რა გაიგეთ იოლად ამ ამოცანაში?
რისი გაკეთება გაგიჭირდათ?
რა დაგეხმარათა ამ ამოცანის შესრულებაში?  როგორ აღწერთ წინსვლას?
მოსწვალეები მუშაობენ პერსონალურ კომპიუტერებზე საზიარო დაფაში. იქვე ატვირთავენ ჯგუფში ექსელში შესრულებულ ფაილებს.

პრაქტიკული სამუშაო, დისკუსია
ჯგუფური

5 წთ







გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი: მოსწავლეები აანაიზებენ ამოცანის პირობას, კითხულობენ რიცხობრივ მონაცემებს და გამოთვლების საფუძველზე გამოითვლიან ამონახნს
შეფასება:

ინოვაციური იდეების გენერირება *3

1 ქულა
2 ქულა
3 ქულა
4 ქულა
5 ქულა
ვერ გამოთქვამს  მოსაზრებას და უჭირს საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება

გამოთქვას  მოსაზრებას, მაგრამ არ არის ლაკონურად და ნათლად წარმოდგენილი, უჭირს საკითხთან დაკავშირება
გამოთქვამს ერთ მოსაზრებას/იდეას,  ლაკონურად და ნათლად წარმოდგენს, მაგრამ აკლია ორიგინალობა
გამოთქვამ სხვადასხვა მოსაზრებას საკითხის ირგვლივ, აყალიბებს  ლაკონურად და ნათლად მაგრამ აკლია ორიგინალობა
გამოთქვამ სხვადასხვა მოსაზრებას საკითხის ირგვლივ, აყალიბებს  ლაკონურად და ნათლად, არის ორიგინალური
გამოხშირვა/ გაცხრილვა - დახარისხება/დაჯგუფება *3
ვერ ამოიცნობს  იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-განსხვავებას, ვერ ახარისხებს არსებითი ნიშნის მიხედვით, ვერ ახორციელებს არაადექვატური მოსაზრების გაცხრილვას, ვერ ასაბუთებს არგუმენტირებულად
ამოიცნობს  იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-განსხვავებას, ვერ ახარისხებს არსებითი ნიშნის მიხედვით, ვერ ახორციელებს არაადექვატური მოსაზრების გაცხრილვას, ვერ ასაბუთებს არგუმენტირებულად
ამოიცნობს  იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-განსხვავებას, ახარისხებს არსებითი ნიშნის მიხედვით, ვერ  ახორციელებს არაადექვატური მოსაზრების გაცხრილვას, ვერ ასაბუთებს არგუმენტირებულად
ამოიცნობს  იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-განსხვავებას, ახარისხებს არსებითი ნიშნის მიხედვით, ახორციელებს არაადექვატური მოსაზრების გაცხრილვას,ვერ  ასაბუთებს არგუმენტირებულად
ამოიცნობს  იდეებს/ფაქტებს შორის მსგავსება-განსხვავებას, ახარისხებს არსებითი ნიშნის მიხედვით, ახორციელებს არაადექვატური მოსაზრების გაცხრილვას, ასაბუთებს არგუმენტირებულად
ორგანიზება/ წესების დაცვა *1

პატივს არ სცემს სხვის მოსაზრებას,  არ იცავს დროის ლიმიტს, არ არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული.
პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, არ  იცავს დროის ლიმიტს, არ არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული.
პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, იცავს დროის ლიმიტს, არ  არის აქტიური მსმენელი, არ  არის ასერტული.
პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, იცავს დროის ლიმიტს, არის აქტიური მსმენელი, არ არის ასერტული.
პატივს სცემს სხვის მოსაზრებას, იცავს დროის ლიმიტს, არის აქტიური მსმენელი, არის ასერტული.

No comments:

Post a Comment